ამ წუთებში მიმდინარეობს საფრანგეთის ჩემპიონატში ბრესტისა და პარი სენ-ჟერმენის შეხვედრა, რომელსაც პარიზელები დემბელეს გოლით 1:0-ს იგებენ.
აღნიშნულ შეხვედრაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც ლუის ენრიკესა და ხვიჩა კვარაცხელიას მცირე კომუნიკაციას შეეხება.
მატჩის მე-20 წუთზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ანგარიში 0:0 იყო, ლუის ენრიკე აუტის ხაზს მიუახლოვდა და კვარას შესძახა, რომ მეტოქე მეტად დაეწნეხა და პრესინგი კიდევ უფრო მაღლა ეთამაშა.
როგორც გახსოვთ, ლუის ენრიკეს ნათქვამი აქვს, რომ ხვიჩამ მეტოქის კარის სიახლოვეს მეტი დრო უნდა გაატაროს, რათა გოლის გატანის შანსი უფრო მეტი ჰქონდეს.