'ჯობს სადმე არ გადამეყაროს' - უმსგავსო საქციელი და მუქარა ლეო მესის » სპორტის ხაზი

'ჯობს სადმე არ გადამეყაროს' - უმსგავსო საქციელი და მუქარა ლეო მესის

'ჯობს სადმე არ გადამეყაროს' - უმსგავსო საქციელი და მუქარა ლეო მესის
28-11-2022, 13:50
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის მორიგ შეხვედრაში არგენტინა მექსიკას დაუპრისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

არგენტინელებმა გამარჯვება გასახდელში იზეიმეს, სადაც გადაღებულმა ვიდეომ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა და ყველა უცხოური მედია აალაპარაკა.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ლეო მესი არასპორტულ ქმედებას ჩადის და მექსიკის მაისურს საწმენდ ტილოდ იყენებს. ვიდეო გავრცელების შემდეგ, ამ ჩანაწერს მექსიკელი მოგრივე კანელო ალვარესი ეხმაურება:

"ნახეთ, როგორ მოწმინდა მესიმ იატაკი მექსიკის მაისურით? ილოცოს, რომ სადმე არ გადამეყაროს."

მოგახსენებთ, რომ არგენტინა C ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება, მექსიკა კი 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი