ბელგიელთა მარცხს ბრიუსელში სრული ქაოსი მოჰყვა! » სპორტის ხაზი

ბელგიელთა მარცხს ბრიუსელში სრული ქაოსი მოჰყვა!

ბელგიელთა მარცხს ბრიუსელში სრული ქაოსი მოჰყვა!
27-11-2022, 23:40
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია თუ როგორი სიტუაციაა ამ მომენტისთვის ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრები ყველაფერს სიბრაზისგან ლეწავენ.

როგორც იცით, ბელგია მაროკოსთან 0:2 დამარცხდა და მიუხედავად იმისა, რომ რობერტო მარტინესის გუნდი ფლეიოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს, ბელგიელთა სათამაშო ხარისხი და პერფორმანსი კატასტროფულ დონეზე გამოიყურება, რაც, ცხადია, რომ ბელგიელთა გულისწყრომას იწვევს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაროკოსთან პირველ ტაიმში ნაჩვენები შედეგის დროს, ბრიუსელში არეულობა დაიწყო, რაც მატჩის დასრულების შემდეგ, სრულ ქაოსში გადაიზარდა. როგორც იწერება, დამსხვრეულია მანქანები, მაღაზიის აქსესუარები და ასე შემდეგ.

ბელგიელთა მარცხს ბრიუსელში სრული ქაოსი მოჰყვა!









კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი