მიკელ არტეტა: "არ ვაპირებთ, რომ სტერლინგს იჯარა შევუწყვიტოთ" » სპორტის ხაზი

მიკელ არტეტა: "არ ვაპირებთ, რომ სტერლინგს იჯარა შევუწყვიტოთ"

მიკელ არტეტა: "არ ვაპირებთ, რომ სტერლინგს იჯარა შევუწყვიტოთ"
24-01-2025, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მედიასთან ისაუბრა იმის შესახებ, რომ კლუბი რაჰიმ სტერლინგისთვის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტას არ გეგმავს, საამისო მიზეზი კი მომრავლებული ტრავმიანობაა.

ჩვენ არც კი განვიხილავთ იმას, რომ რაჰიმ სტერლინგს კონტრაქტი შევუწყვიტოთ. ის არსენალში რჩება!

გუნდმა ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა ბუკაიო საკასა და გაბრიელ ჟესუსის სახით, რის გამოც ჩვენ ხალხი, გოლები და არჩევანი შემოგვაკლდა. შესაბამისად, რაჰიმი რჩება.

- თქვა არტეტამ.

სტერლინგს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი