მესიმ პირადი რეკორდი გაიმეორა-არგენტინელი ნაკრებში შეუჩერებელია » სპორტის ხაზი

მესიმ პირადი რეკორდი გაიმეორა-არგენტინელი ნაკრებში შეუჩერებელია

მესიმ პირადი რეკორდი გაიმეორა-არგენტინელი ნაკრებში შეუჩერებელია
27-11-2022, 17:42
Aa Aa
გაზიარება:

კატარი მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, არგენტინა მექსიკას დაუპირისპირდა.

არგენტინელებს გამარჯვება სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ და მხსნელად კვლავ ლიონელ მესი მოევლინათ.

მესიმ ანგარიში მატჩის 64-ე წუთზე გახსნა ეს გოლი კი მისთვის მიჯრით მეექვსე გოლია ნაკრების მაისურით, აქამდე ეს შედეგი მესიმ 2011-2012 წლებში ჰქონდა დაფიქსირებული.

აგრეთვე ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონატებზე რვა გოლი დაუგროვდა, რითაც კვლავ გაუთანაბრდა კრიშტიანუ რონალდუს და აგრეთვე დაეწია დიეგო მარადონასაც.

თუ მესი პოლონეთთან შეხვედრაში გოლს გაიტანს, იგი გადაასწრებს მარადონას, მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლებით და გააუმჯობესებს პირად რეკორდს ზედიზედ გატანილი ბურთებით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი