როგორც უკვე მოგახსენეთ, დორტმუნდმა ნური შაჰინი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
შაჰინის გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე ბოლონიასთან (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ მიიღეს.
გერმანულ მედიაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ თურქ სპეციალისტს უმუშევრად დარჩენილი ერიკ ტენ ჰაგი შეცვლის, რომელიც ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედის დამრიგებელი იყო.
შეგახსენებთ, ტენ ჰაგმა მანჩესტერი 128 მატჩში გაიყვანა მოედანზე, საიდანაც 72 მოიგო, 36 წააგო და 20 ფრედ ითამაშა.