კილიან მბაპემ ლეგენდარული პელეს მიღწევა გაიმეორა » სპორტის ხაზი

კილიან მბაპემ ლეგენდარული პელეს მიღწევა გაიმეორა

კილიან მბაპემ ლეგენდარული პელეს მიღწევა გაიმეორა
27-11-2022, 17:27
Aa Aa
გაზიარება:

კილიან მბაპე და საფრანგეთის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებენ, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ფრანგები დანიელებს დაუპირისპირდნენ და 2-1 დაამარცხეს.

კილიან მბაპემ თავი 61-ე წუთზე და 86-ე წუთზე გამოიჩინა, დანიელთა მხრიდან კი ანდრეას კრისტენსენმა გაიტანა 68-ე წუთზე, ფრანგები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ და პლეიოფში გასვლა მეორე ტურში გაინაღდეს.

თავად კილიანს კი უკვე შვიდი გოლი დაუგროვდა მსოფლიო ჩემპიონატებზე, ტურნირის ისტორიაში იგი გახდა ერთადერთი მოთამაშე პელეს შემდეგ, ვინც შვიდი გოლი გაიტანა 24 წლამდე.

მბაპე და საფრანგეთი შესანიშნავ ფორმაში არიან და კილიანი შეეცდება პელეს მიღწევის გაუმჯობესებას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი