ხვალ, 19 იანვარს UFC 311-ზე ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ტიტულს პირველად დაიცავს, მეტოქე კი უმარ ნურმაგომედოვი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მერაბი ჩემპიონის სტატუსით ხვდება ბრძოლას, მის ფავორიტად ბუქმეიკერები მაინც ნურმაგომედოვს მიიჩნევენ.
ქართველ მებრძოლს მოგებაზე 3.25 კოეფიციენტი აქვს, უმარს კი 1.36, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერტები რუს მებრძოლს უდიდეს უპირატესობას ანიჭებენ.
საილუსტრაციოდ შეგახსენებთ, რომ წინა ბრძოლები დვალიშვილმა ზუსტად ასეთი აუტსაიდერის რანგში ჩაატარა, თუმცა ქართველი ჩემპიონი საბოლოოდ მაინც დამსახურებულად გახდა.