VIDEO: 'ძალიან ბედნიერი ვარ' - გურამ თუშიშვილის კომენტარი ტედი რინერის დამარცხების შემდეგ » სპორტის ხაზი

VIDEO: 'ძალიან ბედნიერი ვარ' - გურამ თუშიშვილის კომენტარი ტედი რინერის დამარცხების შემდეგ

VIDEO: 'ძალიან ბედნიერი ვარ' - გურამ თუშიშვილის კომენტარი ტედი რინერის დამარცხების შემდეგ
27-11-2022, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ძიუდოს 'ჩემპიონთა ლიგის' 1/4 ფინალურ სტადიაზე ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი და ფრანგული სპორტის ლეგენდა, ტედი რინერი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებალმდე 10 წამით ადრე თუშიშვილმა ძალა მოიკრიბა და ბოლო შეტევით ვაზარის წყალობით რინერი დაამარცხა.

ამ შეხვედრის შემდეგ 27 წლის სპორტსმენმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა - "ბედნიერი ვარ, ყველა მძიმე წონის ოცნებაა ტედი რინერის დამარცხებული ყავდეს, მეც შევემატე მათ რიცხვს და ვამაყობ ამით, უბედნიერესი ვარ."

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გუშინდელი გათამაშების გამარჯვებული თბილისის "მებრძოლი" გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი