მესი ისევ გმირია - არგენტინის ნაკრებმა მომდევნო ეტაპზე გასასვლელი შანსები შეინარჩუნა » სპორტის ხაზი

მესი ისევ გმირია - არგენტინის ნაკრებმა მომდევნო ეტაპზე გასასვლელი შანსები შეინარჩუნა

მესი ისევ გმირია - არგენტინის ნაკრებმა მომდევნო ეტაპზე გასასვლელი შანსები შეინარჩუნა
27-11-2022, 01:21
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა არგენტინასა და მექსიკის ნაკრებებეს შორის დაპირისპირება, რითიც მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი ლამაზი და მომენტებით დახუნძლული შეხვედრა ზურგსუკან მოვიტოვეთ.

არგენტინელთა ლიდერმა, ლეო მესიმ კი საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ ვინ არის იგი და როგორ შეუძლია მას რთულ მომენტებში გუნდის გადარჩენა.

გულშემატკივრებისთვის ეს შეხვედრა სანერვიულო გამოდგა, რადგან პირველ რიგში სასწორზე მომდევნო ეტაპის საგზური იდო, ამასთან აღსანიშნავია მექსიკის ნაკრების დაცვის ხაზი, რომელიც პირველ ტაიმში აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა.

თუმცა, ყველაფერი მეორე ტაიმში შეიძვალა, სკალონეს ბიჭებმა იგრძნეს პასუხიმსგებლობა და მეტოქის ნახევარზე შტურმი მიიტანეს. 64-ე წუთზე კი ამან შედეგი გამოიღო და ვინ თუ არა ლეო მესიმ არგენტინის ნაკრები შორეული გასროლით დააწინაურა.

მესი ისევ გმირია - არგენტინის ნაკრებმა მომდევნო ეტაპზე გასასვლელი შანსები შეინარჩუნა

მესი მატჩის საუკეთესო ფეხბრუთელად დასახელდა

გატანილი გოლის შემდეგ გუნდს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა, არგენტინა უფრო თავისუფლად თამაშობდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მესიმ საგოლე გადაცემა გააკეთა, შეტევა კი ენცო ფერნანდესმა დაასრულა.

ამ მომენტში არგენტინა 3 ქულით მეორე ადგილზეა. სამხრეთ ამერიკელები მომდევნო შეხვედრას პირველ ადგილოსან პოლონეთთან ჩაატარებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი