მბაპემ ნაკრებს ულიდერა - საფრანგეთმა უხერხული მეტოქე დაამარცხა » სპორტის ხაზი

მბაპემ ნაკრებს ულიდერა - საფრანგეთმა უხერხული მეტოქე დაამარცხა

მბაპემ ნაკრებს ულიდერა - საფრანგეთმა უხერხული მეტოქე დაამარცხა
26-11-2022, 22:59
Aa Aa
გაზიარება:

საფრნაგეთის ნაკრებს შესანიშნავი სტარტი აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე, 2006 წლის ბრაზილიის შემდეგ, პირველად დიდიე დეშამის გუნდი გახდა ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ჯგური ეტაპი დაძლია.

აგრეთვე, დაასრულეს მოუგებელი სერია დანიის ნაკრებთან, ამ გამარჯვებაში კი მთავარი მოქმედი პირი კილიან მბაპე იყო.

ანგარიში სწორედ კილიანმა გახსნა მეორე ტაიმში, თუმცა მის გოლს მალევე უპასუხა ანდრეას კრისტენსენმა, რომელიც ერიქსენის ჩაწოდებულ კუთხურს, თავით გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა.

დანიელები თავს კარგად იცავდნენ, თუმცა ფრანგების მარჯვენა ფლანგს ვერაფერი დაუპირისპირეს, მატჩის მიწურულს, კილიან მბაპემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა.

ამ დუბლით, კილიანს იმდენივე გოლი დაუგროვდა ნაკრებში, რამდენიც ლეგენდარულ ზინედინ ზიდანს აქვს გატანილი, იგი ჯერ მხოლოდ 23 წლის არის და წინ დიდი პოტენციალით სავსე კარიერა აქვს.

საფრანგეთი შემდეგ შეხვედრაში ტუნისს დაუპირისპირდება, ფრანგები უკვე მერვედფინალში არიან და კილიან მბაპესგან მორიგ სანახაობას უნდა ველოდოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი