ნევილი: "სწორედ ამიტომ არ ენდობა საუთგეიტი არნოლდს" » სპორტის ხაზი

ნევილი: "სწორედ ამიტომ არ ენდობა საუთგეიტი არნოლდს"

ნევილი: "სწორედ ამიტომ არ ენდობა საუთგეიტი არნოლდს"
26-11-2022, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ინგლისის ნაკრებმა უკვე ორი მატჩი გამართა, თუმცა ლივერპულის მცველს, ტრენტ ალექსანდრ-არნოლს მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია - აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ლეგენდარულმა გარი ნევილმაც გააკეთა:

"ვფიქრობ, ის ტრენტის დაცვით ფუნქციებზე ნერვიულობს და ამიტომაც არ ენდობა.

სხვა ქვეყნებს, მაგალითად ბრაზილიას და საფრანგეთს არნოლდიც და ფოდენიც სასტარტო შემადგენლობაში ეყოლებოდა. თამაშში, სადაც კრეატიულობა გაკლია, ეს ორი ფეხბურთელი მოედანზე აუცილებლად უნდა შემოიყვანო.

საუთგეითს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი როცა გყავს, რომელთაც თამაშის გახსნა შეუძლია, უნდა ათამაშო
", - განაცხადა ნევილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი