"გერმანიას დინამიკის შეცვლა იდეალურად გამოსდის" | ლუის ენრიკე » სპორტის ხაზი

"გერმანიას დინამიკის შეცვლა იდეალურად გამოსდის" | ლუის ენრიკე

"გერმანიას დინამიკის შეცვლა იდეალურად გამოსდის" | ლუის ენრიკე
26-11-2022, 19:50
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ბოლო წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ორი გამარჯვებული, გერმანია (2014) და ესპანეთი (2010) დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც გერმანიის ნაკრები შეაქო და ხვალინდელი თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ესპანეთი და გერმანია ერთმანეთს იმით ჰგვანან, რომ ორივე ცდილობს დომინანტური და შემტევი ტიპის ფეხბურთის თამაშს, ამიტომ ჩვენთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა მათთან დაპირისპირება. წესით, სანახაობრივი მატჩი გამოვა, თუმცა ეს მხოლოდ 3 ქულისთვის ბრძოლაა და არ გვსურს, რომ დამატებით ეიფორია გამოვიწვიოთ."

"გერმანიამ მშვენივრად იცის, თუ როგორ აკონტროლოს მატჩის ტემპი და როგორ შეცვალოს დინამიკა, ისინი ამაში საუკეთესონი არიან. გერმანია უდიდესი გუნდია და ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ ჩვენი ხვალინდელი მიზანი გამარჯვება იქნება, რადგან ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია." - ლუის ენრიკე.

ცნობისთვის, ხვალინდელი ესპანეთისა და გერმანიის მატჩი 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი