ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველი ფეხბურთელის პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.
"ხვიჩა ნებისმიერ ევროპულ ტოპ გუნდს მოერგება - ტრანსფერის საკითხებში კი მისი გარემოცვა ყოველთვის ფრთხილად და სწორად მოექმედებს.
პირადად მე არ გამიკვირდება პსჟ-ში ტრანსფერი თუ შედგება, რადგან ამისთვის უკვე ყველანაირი საფუძველი არსებობს.
ხვიჩა ჭკვიანი ფეხბურთელია და წავა იქ, სადაც უფრო მეტად აფასებენ", - განაცხადა სიომინმა.