თურქული გამოცემის Takagazete-ს ცნობით, ადგილობრივი "ტრაბზონსპორი" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი ქოჩორაშვილს განიხილავს.
წყაროს თანახმად, თურქული კლუბი "ლევანტედან" გიორგი ქოჩორაშვილს უმიზნებს.
"ტრაბზონის სიაში კორენტინ ტოლისოს შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილიც გამოჩნდა, რომლის დამატებასაც თურქები გაცილებით მარტივად შეძლებენ.
ფრანგის პარალელურად იგეგმება ქართველი ნახევარმცველის თაობაზე მოლაპარაკების დაწყება. ქოჩორაშვილის ხელშეკრულება ძალაში 2027 წლამდეა. მ
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, უახლოეს დღეებში ოფიციალურ შეთავაზებასაც ვნახავთ"
- წერს თურქული მედია ქოჩორაშვილზე.