ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო შეფასებით ვარსკვლავების გვერდით მოხვდა | იხილეთ სია » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო შეფასებით ვარსკვლავების გვერდით მოხვდა | იხილეთ სია

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო შეფასებით ვარსკვლავების გვერდით მოხვდა | იხილეთ სია
25-11-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გავრცელდა სტატისტიკური ცენტრის, Whoscored-ის შედგენილი სია, სადაც წამყვანი ჩემპიონატების ფეხბურთელები საკუთარ ლიგებში ნაჩვენები თამაშითა და მიღებული საშუალო რეიტინგით არიან დალაგებული.

აღსანიშნავია, რომ წამყვანი ფეხბურთელების გვერდით საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლის საშუალო რეიტინგიც 7.55 ქულა გახლავთ.

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო შეფასებით ვარსკვლავების გვერდით მოხვდა | იხილეთ სია


ცნობისთვის, უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის ტრავმისგან რეაბილიტაციის პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და მის დაბრუნებას ნეაპოლში 27-28 ნოემბრისკენ ელიან.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ 27-28 ნოემბრისთვის გეგმავს ლუჩანო სპალეტის გუნდი შეკრებას თურქეთში, კერძოდ ანტალიაში, სადაც ნაპოლი სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი