"ნაპოლი" უთანხმოებით სარგებლობს და "იუვენტუსის" კაპიტანს იმატებს » სპორტის ხაზი

"ნაპოლი" უთანხმოებით სარგებლობს და "იუვენტუსის" კაპიტანს იმატებს

"ნაპოლი" უთანხმოებით სარგებლობს და "იუვენტუსის" კაპიტანს იმატებს
29-12-2024, 04:07
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლი" ჩაერთო დანილოსა და "იუვეს" უთანხმოებაში და ბრაზილიელზე შეთავაზება გააკეთა.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, "პარტენოპეი" და იუვეს კაპიტანი შეთანხმების ბოლო დეტალებს აგვარებენ.

ფეხბურთელი ტურინულ გრანდთან კონტრაქტს გაწყვეტს და ნეაპოლელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

33 წლის მოთამაშე "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში მან იტალიურ კლუბში 213 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 14 ასისტი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი