მარსელოს ოლიმპიაკოსიდან უკვე აგდებენ? | FootMercato » სპორტის ხაზი

მარსელოს ოლიმპიაკოსიდან უკვე აგდებენ? | FootMercato

მარსელოს ოლიმპიაკოსიდან უკვე აგდებენ? | FootMercato
25-11-2022, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 2022 წლის ზაფხულში, მადრიდის რეალის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მარსელომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდი დატოვა და სათამაშოდ საბერძნეთს მიაშურა. ამჟამად, 35 წლის სამხრეთ ამერიკელი განაპირა მცველი ოლიმპიაკოსის რიგებში თამაშობს, თუმცა მისი და ბერძნული კლუბის ახლანდელი სიტუაცია კრიტიკულად მძიმეა.

საქმე ისაა, რომ ბერძნებს მარსელოს გუნდისადმი დამოკიდებულება და განსაკუთრებით, მისი სათამაშო ფორმა არ მოსწონთ. როგორც FootMercato წერს, ვეტერან ფეხბურთელს მინდორზე 30 წუთზე მეტის გატარება არ შეუძლია, რაც ოლიმპიაკოსის ხელმძღვანელობაში ძალიან არ მოსწონთ.

აღსანიშნავია, რომ ბერძნული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, მიჩელმა მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული შესვენების დროს, სეზონის მეორე ნახევრის დაგეგმვა გადაწყვიტა, სადაც მარსელო მის გეგმებში არ შედის. ამდენად, მიჩელს სურს, რომ ბრაზილიელი კლუბიდან რაც შეიძლება მალე წავიდეს.

ცნობისთვის, მარსელომ ოლიმპიაკოსის მაისურით სულ 5 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა სასტარტო XI-ში არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა. რაც შეეხება მის სამომავლო კარიერას, მარსელოს რამდენიმე გადაწყვეტილება აქვს, სადაც კარიერის დასრულება ან შედარებით სუსტ ჩემპიონატში გადასვლა მოიაზრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი