დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილს 34 წელი შეუსრულდებოდა » სპორტის ხაზი

დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილს 34 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილს 34 წელი შეუსრულდებოდა
25-11-2022, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ, ნოდარ ქუმარიტაშვილი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ცნობისთვის, დღეს, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაბადების დღეა და მას 34 წელი შეუსრულდებოდა. სათქმელია ისიც, რომ ნოდარის საქმიანობა მისმა ბიძაშვილმა, საბა ქუმარიტაშვილმა 12 წლის შემდეგ გააგრძელა. საბა ქუმარიტაშვილმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მან მედალი ვერ მოიპოვა, საბამ კმაყოფილება მაინც გამოთქვა, რისი მიზეზიც ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღება გახდა:

"ის დიდი ტკივილია, მაგრამ ჩვენი ოჯახის თითოეულ თაობაში სპორტის ამ სახეობას ერთი ადამიანი მაინც მისდევს და მამაჩემის დახმარებით, მე ნოდარის გზას ვაგრძელებ." – თქვა საბა ქუმარიტაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი