"მეუბნებოდნენ, რომ სხეულით მევაჭრა" | ლიანა ჯოჯუა » სპორტის ხაზი

"მეუბნებოდნენ, რომ სხეულით მევაჭრა" | ლიანა ჯოჯუა

"მეუბნებოდნენ, რომ სხეულით მევაჭრა" | ლიანა ჯოჯუა
25-11-2022, 17:51
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ყოფილმა ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ სხვადასხვა უცნობი ადამიანები მას „სხეულის გაყიდვისკენ“ მოუწოდებდნენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი თავად ლიანა ჯოჯუამაც გააკეთა: „არ მესმის, როგორ შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო იმ ადამიანს, რომელსაც არ იცნობ. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეგნობის მიხედვით გაფასებენ. ცხვირზე შემომხედავდნენ და დამცინავად მეტყოდნენ, რომ „შენ ეს გაიტეხე და ასე“.

„მომიწოდებდნენ, ინტიმური ფოტოები გამეყიდა. როცა კონტრაქტი შეწყდა, ყველამ იფიქრა, რომ მოწერა შეეძლო და მე სხვა არაფრის კეთება არ შემიძლია სხეულის გაყიდვის გარდა. მსგავს რამეს კაც სპორტსმენს არასდროს მიწერენ“, – წერს ლიანა ჯოჯუა.

შეგახსენებთ, რომ ლიანა ჯოჯუა UFC-ს მაშნ ჩამოაშორეს, როდესაც ქართველი მებრძოლი ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ბოლო შეხვედრაში ამერიკელ კორტნი ქეისისთან დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი