საკას დუბლი, რიჩარლისონის შედევრი... - მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი » სპორტის ხაზი

საკას დუბლი, რიჩარლისონის შედევრი... - მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი

საკას დუბლი, რიჩარლისონის შედევრი... - მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი
25-11-2022, 22:21
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ბრაზილიასა და სერბეთის ნაკრებების დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტური ზურგსუკან მოვიტოვეთ. 16 მატჩის დროს ვიხილეთ არაერთი ლამაზი მომენტი, გოლი, ლაღი თუ დაცვითი ფეხბურთი, დამაჯერებელი გამარჯვებები - ამ ყველაფერმა კი რაცმთავარია დაგვიტოვა ინტერესი მომდევნო თამაშებისა, რომლის აფიშაც რა თქმა უნდა ძალიან დიდია.

ამ თამაშების შემდეგ კი sportline-ს გვერდი გთავაზობთ პირველი ტურის სიმბოლურ გუნდს, სადაც ვხანავთ ფეხბურთელებს, რომლებმაც თავიანთი ნაკრების გამარჯვებასა და თუ კარგ თამაშში უდიდესი წვლილი შეიტანეს.

პირველი ტურის სიმბოლური გუნდის კარებს საფეხბურთო მედიის მიერ ნაქები იაპონიის მეკარე შუიჩი გონდა დაამშვენებს, რომელმაც გერმანიასთან შეხვედრაში არაერთი ულამაზესი ბურთი მოიგერია. განსაკუთრებით უდიდესი იყო მისი წვლილი მეორე ტაიმში, როდესაც იაპონელები იგებდნენ, ფლიკის ბიჭები მთლიანად მეტოქის ნახევარზე იყვნენ გადასულები, არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა 33 წლის მეკარე იმ თამაშში აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა, რაც რა თქმა უნდა ტურნირის ორგანიზატორებს არ გამორჩენიათ და გონდა იმ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საკას დუბლი, რიჩარლისონის შედევრი... - მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი

იაპონიის გამარჯვებაში შუიჩი გონდას როლი უდიდესი იყო

(მარცხენა მცველი - ხორდი ალბა)- ტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი უდაოდ ხორდი ალბა იყო, რომელმაც კოსტა-რიკასთან შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა მიიწერა, ამასთან 33 წლის მცველი დაცვაშიც გამორჩეული ფიგურა გახლდათ. მიუხედავად მეტოქის მიერ ჩატარებული დაბალი დონის მატჩისა, მთავარი ფიგურა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ხორდი ალბა გახლდათ.

(ცენტრალური მცველი - ნათან აკე) - მიუხედავად სენეგალის ნაკრების დანაკლისისა, გუნდი ნიდერლანდებთან მაინც დამაჯერებლად გამოიყურებოდა, უფრო მეტიც, ალიო კისეს ბიჭებმა ანდრიეს ნოპერტის კართან სახიფათო მომენტებიც შექმნეს. თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად ნათან აკეს, მატეას დე ლიხტის და ვირჯილ ვან დაიკის სამეული განსაკუთრებული გამოდგა. განსაკუთრებით 'მანჩესტერ სიტის' ცენტრალური-მცველი, რომელმაც თითქმის ყველა დუელი მოიგო.

(მეორე ცენტრალური მცველი - დეიან ლოვრენი) - რთული გამოდგა მარკოსთან ხორვატიის დაპირისპირება, სადაც გოლი ვერ ვნახეთ, თუმცა ვიხილეთ ტაქტიკური ფეხბურთი ულამაზესი საფეხბუთო კომპონენტებით. სწორედ ლოვრენი არის პირველი ტურის საუკეთესო ცენტრალური-მცველი. ამაზეს SofaScore-ს რეიტინგის მიგვითითებს, რის მიხედვითაც 33 წლის ფეხბურთელმა 8.2 ქულა დაიმსახურა.


ლოვრენი დაცვის ხაზის გამორჩეული ფიგურა იყო

(მარჯვენა მცველი - ანხელო პრესიედო) - მოგეხსენებათ მსოფლიო ჩემპიონატი კატარისა და ეკვადორის შეხვედრით დაიწყო, სადაც ეკვადორელთა რიგებში მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი ვალენსიასთან ერთად, ანხელო პრესიადო გახლდათ. 24 წლის ფეხბურთელი მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან პროდუქტიული იყო და მისი მოედნაზე ყოფნა ეკვადორს უფრო სახიფათო შეტევების წარმოების საშუალებას აძლევდა.

(ნახევარმცველი - ჯუდ ბელინგემი) - ირანის ნაკრების წინააღმდეგ თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, რომელმაც იმ შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა. ის შეხვედრა ინგლისის ნაკრებმა გამანადგურებელი ანგარიშით 6:2 იმარჯვა, მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კი ბელინგემი გახლდათ.


ბელგინგემმა მსოფლიოს თავისი თავი ახლოდან გააცნო

(ნახევარმცველი - ანდრე რაბიო) - მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრებმა დამაჯერებლად იმარჯვა ავსტალიის წინააღმდეგ, მოშიშვლებულ ნახევარდაცვის ზონაში უდიდესი როლი ანდრე რაბიოს დაეკისრა, რომელიც ავსტრალიის წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო ეროვნული ნაკრების რიგებში. ასევე აღსანიშნავია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ სწორედ რაბიომ მოახერხა გოლის გატანა და შეხვედრაში წონასწორობის აღდგენა.

(მარჯვენა შემტევი - ბუკაიო საკა) - ჯუდ ბელინგემთან ერთად ინგლისში ნაკრებში თვალშისაცემი 'არსენალის' შემტევი, ბუკაიო საკა გახლდათ, რომელმაც ეროვნული გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ბუკაიო მთელი მატჩის განმავლობაში ინგლისის შეტევებს ამრავალფეროვნებდა და მეტოქის ნახევარზე არაერთ სახიფათო მომენტსაც კი ქმნიდა. ირანთან შეხვედრაში საკამ ორი გოლის გატანა მოახერხა.

(შემტევი ნახევარმცველი (10 იანის პოზიცია) / ბრუნო ფერნანდეში) - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგლია განას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 იმარჯვა. პირველი ტურის ნახევარმცველებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ბრუნო ფერნანდეში გახლდათ, რომელმაც 1:1 ანგარიშის დროს ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც თანამემამულე მეკარესთან პირისპირ გაიყავანა და ამით ნაკრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.


ფერნანდესმა პირველ ტურში 2 საგოლე გადაცემა მიიწერა

(ფორვარდი - ენერ ვალენსია) - პირველ ტურში არჩევანი ორ ფორვარდზე შევაჩერეთ, აქედან ერთ-ერთი მათგანი კი 'ფენერბახჩეს' ფორვარდი, ენერ ვალენსიაა, რომელმაც ყატართან შეხვედრაში ბენეფისი შემოგვთავაზა. 33 წლის ფეხბურთელმა ორი გოლის გატანა მოახერხა და ეკვრადორს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა. ენერი იმ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.


ვალენსიას ბენეფისი ყატარის წინააღმდეგ

(ფორვარდი - რიჩარლისონი) - პირველი ტურის უდაო წევრი უნდა ყოფილიყო რიჩარლისონი, რომელმაც სერბეთის წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით გამოსარჩევია აკრობატული ნახტომით შესრულებული მაკრატელა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის აუცილებლად იბრძოლებს.


ბრაზილიამ დამაჯერებლად დაიწყო

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტური დღეს დაიწყო. ყველა გოლის, მომენტის, მიმოხილვის, შეფასების ნახვა კი ჩვენს საიტზე შეგეძლებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი