საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და დინამო თბილისის ექიმი დავით ხარაბაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"უმწეო ადამიანი დაგდებული აბსოლიტურად უმწეო და ჯერ ქუსლით ცინიკურად ურტყამ და მერე მეორე მთელი ძალით პირდაპირ სასწაულადაა გადარჩენილი რო ადგილზევე არ გარდაიცვალა კისრის ტრავმით….
რატო შე სადისტო ღორო რატოოო?
ხვალ წაეთრევი და სამებაში სანთლებს დაანთებ და ოჯახის სიწმინდის დღეს სადღეგრძელოს დალევ და შენს შვილებს ამაყად გადახედავ ისე რო წარბიც არ შეგიტოკდება რადგან იცი რო გაგდის და შენი არარეალიზებული დაკომპლექსებული ეგოს დასაკმაყოფილებლად ასმაგი ენთუზიაზმით და აღტკინებით ურტყამ….
არა არა და არაააა მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხავი, ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლი… ლეგიონია თქვენი სახელი.
თუ ღმერთი არ აშენებს ქალაქს ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. თქვენ არც ღმერთი გწამთ, არც ხატი, არც ეკლესია არც ოჯახი და არც სიწმინდე.
ფარისეველი სადისტი ხარ….", - წერს ხარაბაძე.