ნოემბრის სანაკრებო თამაშების დასრულების შემდეგ, "შავი ლომი" სრული შემადგენლობით შეიკრიბა და 2024/25 წლების სეზონის ჩელენჯ თასისთვის მზადებას შეუდგა.
"შავმა ლომმა" ჩელენჯ თასზე პირველად შარშან ითამაშა და 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.
წლევანდელ ჩელენჯ თასს ქოქრილის შეგირდები 7 დეკემბერს თბილისში, ფრანგულ "ვანთან" მატჩით იწყებენ, 15-ში "სქარლეთს" უელსში ეწვევიან, 2025 წლის 11 იანვარს თბილისში კიდევ ერთ ფრანგულ გუნდ "ბაიონას" მიიღებენ, ხოლო 19 იანვარს "ედინბურგს" შოტლანდიაში ერკინებიან.
მომავალი თამაშებისთვის "შავი ლომის" შემადგენლობაში 31 მორაგბე ემზადება, რომელთაგან 19 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა.
იხილეთ "შავი ლომის" სატურნირო შემადგენლობა.