ვეტერანი გილერმო ოჩოას სანაკრებო მიღწევა | დეტალები » სპორტის ხაზი

ვეტერანი გილერმო ოჩოას სანაკრებო მიღწევა | დეტალები

ვეტერანი გილერმო ოჩოას სანაკრებო მიღწევა | დეტალები
23-11-2022, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის C ჯგუფში მექსიკისა და პოლონეთის დაპირისპირება გაიმართა, რომელიც უგოლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 58-ე წუთზე პოლონეთისა და ბარსელონას ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რომლის მოგერიებაც გილერმო ოჩოამ მოახერხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გილერმო ოჩოა მექსიკის ისტორიაში გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ნაკრების მაისურით გამართულ შეხვედრაში პენალტის მოგერიება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის ნაკრები მომდევნო შეხვედრას უქულოდ დარჩენილ არგენტინის წინააღმდეგ 26 ნოემბერს 23:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი