მანჩესტერ იუნაიტედის მცველებმა ლისანდრო მარტინეზმა და ჰარი მაგუაიერმა გუნდური ვარჯიშები განაახლეს.
31 წლის მაგუაიერი კუნთის ტრავის გამო 6 ოქტომბრის შემდეგ უქმადაა, რაც შეეხება ლისანდროს, არგენტინელს ზურგის ტკივილის გამო იფსვიჩთან წინა ტურის შეხვედრის გამოტოვება მოუწია.
ცნობისთვის, პრემიერ ლიგის 12 ტურის შემდეგ, წითელი ეშმაკები 16 ქულით მე-12 პოზიციას იკავებენ.