ლუკა მოდრიჩის უნიკალური სანაკრებო მიღწევა | დეტალები » სპორტის ხაზი

ლუკა მოდრიჩის უნიკალური სანაკრებო მიღწევა | დეტალები

ლუკა მოდრიჩის უნიკალური სანაკრებო მიღწევა | დეტალები
23-11-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მორიგი უგოლო შეხვედრა, რომელიც F ჯგუფში ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებებს შორის გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ხორვატების სასტარტო XI-ში ტრადიციულად იმყოფებოდა ლუკა მოდრიჩი, რომელიც უნიკალური სანაკრებო მიღწევით გამოირჩა.

Opta-ს გავრცელებული სტატისტიკით, ლუკა მოდრიჩი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სამ სხვადასხვა ათწლეულში ითამაშა თავისი ნაკრების მაისურით როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

ხორვატიის ნაკრების 10-იანის დიდი ფორუმები მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატიდან დაიწყო, რომლის შემდეგაც ლუკა მოდრიჩი თავის ნაკრებს მუდმივად ეხმარება, რამაც საბოლოოდ მადრიდის რეალის ლიდერი აღნიშნულ რეკორდამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია მუნდიალის მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს კანადის წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი