VIDEO: "მსოფლიო შოკში ჩააგდეთ" | აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო ზარი მისი ქვეყნის ნაკრებთან » სპორტის ხაზი

VIDEO: "მსოფლიო შოკში ჩააგდეთ" | აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო ზარი მისი ქვეყნის ნაკრებთან

VIDEO: "მსოფლიო შოკში ჩააგდეთ" | აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო ზარი მისი ქვეყნის ნაკრებთან
23-11-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ ესაუბრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მისი ქვეყნის საფეხბურთო გუნდის წარმომადგენლებს, რომლებსაც ბაიდენი სიტყვიერად ამხნევებს და მთელი მსოფლიოს შოკში ჩაგდებისკენ მოუწოდებს (იხილეთ ვიდეო).

"მწვრთნელო, შემადგენლობაში დამაყენე, მზად ვარ სათამაშოდ. ბიჭებო, ვიცი, რომ ფავორიტები არ ხართ, მაგრამ თქვენ გუნდში მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები გყავთ, რომლითაც თქვენს ქვეყანას წარმოადგენთ. ვიცი, რომ ბოლომდე გულით ითამაშებთ, ამიტომ, მოდით, მთელი მსოფლიო შოკში ჩავაგდოთ. ერთმანეთს ენდეთ და მაქსიმუმი გააკეთეთ თქვენი გუნდისთვისა და ოჯახებისთვის, მთელი ქვეყანა მხარს გიჭერთ." - ჯო ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის პირველ ტურში აშშ უელსს დაუპირისპირდა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, მას გრეგ ბერჰალტერის გუნდი 25 ნოემბერს ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი