"გუნდის შენების პროცესში ვართ, რომელმაც.." - ბორჯღალოსანთა გამარჯვების შემდგომი პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"გუნდის შენების პროცესში ვართ, რომელმაც.." - ბორჯღალოსანთა გამარჯვების შემდგომი პრესკონფერენცია

"გუნდის შენების პროცესში ვართ, რომელმაც.." - ბორჯღალოსანთა გამარჯვების შემდგომი პრესკონფერენცია
25-11-2024, 17:23
Aa Aa
გაზიარება:

2024 წლის დასკვნით მატჩში ტონგასთან სარეკორდო სხვაობით (22:7) გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ “მიხეილ მესხის” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

"პირველი ტაიმის შედეგით გაღიზიანებულები ვიყავით, რაზეც შესვენებაზე ვისაუბრეთ, მეორე ტაიმში შესაბამისი განწყობით გავედით მოედანზე და შედეგიც სახეზეა. ჩვენი არჩევანი მეტოქის სიძლიერეზეა დამოკიდებული. როდესაც მეტოქე ფიზიკური გუნდია, ოპტიმალურად მიმაჩნია მარქაფაში 6 მორკინალის ყოლა. გარდა ამისა, ბექა საღინაძეს 8 კვირა არ ქონდა ნათამაშები და ამ დროს გადაფარვა სჯობს”.

"განვლილ 1 წელიწადს პოზიტიურად შევაფასებ. გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. როგორც წესი, მსოფლიო თასის შემდეგ გუნდს ვეტერანები ტოვებენ და მათ ნაცვლად ახალგაზრდა მოთამაშეები მოდიან. გუნდის შენების პროცესში ვართ, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს"

- ამბობს ქოქრილი.

"პირველ ტაიმში მეტოქის თამაშს ავყევით, ვცდილობდით ლელო პირველი ხელიდან გაგვეტანა ბევრ შეცდომებს ვუშვებდით. შესვენების შემდეგ ჩვენს თამაშს დავუბრუნდით და შედეგიც სახეზეა. მიმაჩნია, რომ 100%-იანი ჯარიმა არ არსებობს და პირველ ტაიმში კარში ამის გამო არ დავარტყით. კარგად ვიყავით მომზადებული, მოლში ვდომინირებდით და ლელოზე თამაში გადავწყვიტეთ. არ ვთვლი, რომ პირველი ტაიმის ბოლოს აღებული 3 ქულა თამაშის მსვლელობას შეცვლიდა"

- თქვა ლობჟანიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი