ინგლისის ნაკრებს მთავარი გოლეადორი გამოაკლდა | რამდენ ხანს იუქმებს ჰარი კეინი? » სპორტის ხაზი

ინგლისის ნაკრებს მთავარი გოლეადორი გამოაკლდა | რამდენ ხანს იუქმებს ჰარი კეინი?

ინგლისის ნაკრებს მთავარი გოლეადორი გამოაკლდა | რამდენ ხანს იუქმებს ჰარი კეინი?
23-11-2022, 16:10
Aa Aa
გაზიარება:

21 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და ირანის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ბრიტანული გუნდის კაპიტანმა, ჰარი კეინმა თავი 2 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა. ცხადია, ტოტენჰემის ფორვარდი საუთგეიტის გუნდისთვის დიდი ძალაა, თუმცა ინგლისელებისთვის ინტერნეტში კეინის შესახებ არც თუ სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც დაიწერა, ჰარი კეინმა ირანთან შეხვედრისას კოჭის დაზიანება მიიღო, რის გამოც მისი მომდევნო ტურში ამერიკის შეერთებულ შტატებთან თამაში საეჭვოა. The Athletic წერს, რომ ინგლისის 9 ნომერი გამოკვლევებს უახლოეს დღეებში ჩაიტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, შეძლებს თუ არა ჰარი კეინი მომდევნო ტურში თამაშს, რომელიც ინგლისს 25 ნოემბრის 23:00 საათზე ელის.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰარი კეინმა 6 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, რომლითაც ინგლისელი ფორვარდი ტურნირის ბომბარდირი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი