18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეექვსედ მოიგეს » სპორტის ხაზი

18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეექვსედ მოიგეს

18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეექვსედ მოიგეს
24-11-2024, 17:11
Aa Aa
გაზიარება:

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი 32:11 დაამარცხეს და ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს.

გადამწყვეტ მატჩამდე ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა 1/4-ფინალში გერმანიას 67:0, ნახევარფინალში კი ნიდერლანდებს 36:5 მოუგეს. თავის მხრივ ესპანეთმა პირველ ეტაპზე ბელგიას 34:0, ხოლო მეორეზე ჩეხეთს 41:19 სძლია და უმცროს ბორჯღალოსნებთან მატჩსაც მობილიზებული შეხვდა, თუმცა ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ფინალშიც დომინირებდნენ და ევროპის ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად დაისაკუთრეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი