უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდებიან » სპორტის ხაზი

უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდებიან

უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდებიან
23-11-2024, 02:14
Aa Aa
გაზიარება:

უმცროსი ბორჯღალოსნები 23 ნოემბერს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიჯრით მე-9 ფინალში ითამაშებენ და ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდებიან.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, “მარკეტა სთედიუმზე”, თამაში საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება და ზურაბ ამონაშვილის შეგირდების მეტოქე ესპანეთი იქნება.

საქართველო ესპანეთს ფინალში ერთხელ უკვე ეთამაშა. ეს 2019 წელს, კალინინგრადში მოხდა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20:10 გაიმარჯვეს. მანამდე, 2018 წელს საქართველომ ფინალში საფრანგეთი დაამარცხა, ბოლო სამი ფინალი კი პორტუგალიას მოუგო.

წლევანდელ ჩემპიონატში ესპანელებმა 1/4-ფინალში ბელგია 34:0, ხოლო ნახევარფინალში ჩეხეთი 41:19 დაამარცხა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველ ეტაპზე გერმანიას 67:0, ხოლო მეორეზე ნიდერლანდებს 36:5 მოუგო.

ნახევარფინალში ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო რაზმში ერთი ცვლილებაა. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ამჯერად თამაშს არჩილ ნოზაძე იწყებს.

უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდებიან


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი