მორიგი აღიარება მსოფლიო ასპარეზზე - სანდრო თოდუას ლელო კვირის საუკეთესოდ დასახელდა » სპორტის ხაზი

მორიგი აღიარება მსოფლიო ასპარეზზე - სანდრო თოდუას ლელო კვირის საუკეთესოდ დასახელდა

მორიგი აღიარება მსოფლიო ასპარეზზე - სანდრო თოდუას ლელო კვირის საუკეთესოდ დასახელდა
22-11-2022, 20:29
Aa Aa
გაზიარება:

'ბორჯღალოსნებმა' 2022 წელი აღმატებულ ნოტაზე დაამთავრეს. ამის მიზეზი კი კარდიფში, „ფრინციფალითიზე“ შექმნილ ზღაპრულ გარემოში ისტორიული გამარჯვებაა. მიუხედავად უელსის ნაკრების სიძლიერისა ქართველმა მორაგბეებმა ბრწყინვალე შეხვედრა შემოგვთავაზეს და პირველად ტიერ1-ის გუნდი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს.

ნოემბრის ტესტებზე საქართველოსთვის ხარისხობრივად ეს საუკეთესო თამაში იყო. გუნდის თითოეული წევრის მობილიზაცია პიკზე იყო მისული და მოედნის ნებისმიერ წერტილში ფიცხელი ბრძოლები იმართებოდა. სტუმრები ახერხებდნენ ფაზების აკინძვას, მომენტების შექმნას, რამაც საბოლოოდ ნაყოფი მაინც მოისხა.

მორიგი აღიარება მსოფლიო ასპარეზზე - სანდრო თოდუას ლელო კვირის საუკეთესოდ დასახელდა

ბორჯღალოსნებმა ისტორიული შეხვედრა მოიგეს

უელსის ნაკრები თითქოს პირველ ტაიმში ქართველებზე ერთი თავით მაღლა იდგა და ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა, რაც 40 წუთის შემდეგ ანგარიშზეც სათანადოდ აისახა - ლევან მაისაშვილის ბიჭებმა პირველი ტაიმი 3:12 დათმეს. მეორე ტაიმში 'ჯვაროსნებმა' სხვა თამაში გვაჩვენეს, მუხტი იპოვეს და ლელოს დადებაც მოახერხეს. იმ შეხვედრაში ეროვნული ნაკრების მხრიდან პირველი ლელო სანდრო თოდუამ დადო, რომელმაც ბორჯღალოსნებს დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა.


ლობჟანიძე იმ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ბოლო ხუთწუთეულში გამორჩეულად ითამაშეს მორკინალებმა, რომლებმაც ორი უმნიშვნელოვანესი ჯარიმა გამოიმუშავეს, ორივე მეტოქის შეგორებისას. დაინიშნა ჯარიმა, რომელიც 42 მეტრიდან იდეალურად გამოიყენა ლუკა მატკავამ, რომელმაც საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება მთლიანი სარაგბო სამყაროს სალაპარაკო თემა გახლდათ. ამას დაემატა ისიც, რომ მსოფლიოს რაგბის კავშირის გამოკითხვაში საუკეთესო ლელოდ, სწორედ სანდრო თოდუას ლელო დასახელდა.(იხილეთ ვიდეო) ამასთან RugbyPass-მა ნოდარ ჭეიშვილი და დავით ნინიაშვილი კვირის სიმბოლურში დაასახელა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი