VIDEO: 'გამართლებას ადგილი არ ჰქონია, თამაში 5 წუთში წავაგეთ' - ლეო მესიმ არგენტინის ცუდ სტარტზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

VIDEO: 'გამართლებას ადგილი არ ჰქონია, თამაში 5 წუთში წავაგეთ' - ლეო მესიმ არგენტინის ცუდ სტარტზე ისაუბრა

VIDEO: 'გამართლებას ადგილი არ ჰქონია, თამაში 5 წუთში წავაგეთ' - ლეო მესიმ არგენტინის ცუდ სტარტზე ისაუბრა
22-11-2022, 19:24
Aa Aa
გაზიარება:

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა, რომელსაც ალბათ არავინ მოელოდა. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, არგენტინის ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საუდის არაბეთთან დამარცხდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან გუნდის ლიდერმა, ლიონელ მესიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ არანარი გამართლებას ადგილი არ ჰქონია, გუნდმა უბრალოდ პირწმინდად წააგო.

"5 წუთში შეცდომები დავუშვით და მეტოქე 2:1 დაწინაურდა. ავირიეთ, საქმე გავირთულეთ. თამაშგარე მდგომარეობები სამართლიანი იყო. მე ვიდეო არ მინახავს, მაგრამ გოლები გააუქმდა და ასეც უნდა მოქცეულიყვნენ. არანაირი გამართლება არ არსებობს. ვიცოდით, რომ ეს იყო გუნდი, რომელსაც თუ თამაშის საშუალებას მისცემ, კარგად ითამაშებს. ასეთი რაღაცები ხდება, ახლა მხოლოდ უნდა მოვიგოთ ან მოვიგოთ."

VIDEO: 'გამართლებას ადგილი არ ჰქონია, თამაში 5 წუთში წავაგეთ' - ლეო მესიმ არგენტინის ცუდ სტარტზე ისაუბრა

არგენტინამ ცუდად დაიწყო

აღსანიშნავია, რომ მატჩის მსველობისას სამხრეთ ამერიკული ნაკრები უპირატესობას ფლობდა და არაერთ სახიფათო მომენტს ქმნიდა, რასაც მესის გოლიც მოჰყვა. თუმცა, 5 წუთიან მონაკვეთში 'ალბისელესტეს' თითქოს ჩამოეძინა და ეს ყველაფერი საბოლოოდ გაშვებულ ორ გოლშიც აისახა.

სკალონეს ბიჭები მომდევნო შეხვედრას მექსიკის წინააღმდე ჩაატარებენ, სადაც ნაკრებისთვის ერთადერთი ამოცანა შეხვედრის მოგება იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი