"თქვენი იყოს ეს მსოფლიო ჩემპიონატი, კრიკეტის ყურებას დავიწყებ" - ქართველი სპორტული კომენტატორი » სპორტის ხაზი

"თქვენი იყოს ეს მსოფლიო ჩემპიონატი, კრიკეტის ყურებას დავიწყებ" - ქართველი სპორტული კომენტატორი

"თქვენი იყოს ეს მსოფლიო ჩემპიონატი, კრიკეტის ყურებას დავიწყებ" - ქართველი სპორტული კომენტატორი
22-11-2022, 16:10
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა, სადაც მუნდიალის პირველი სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ლიონელ მესის არგენტინამ საუდის არაბეთთან 1-2 წააგო და საქმე ძალიან გაირთულა.

არგენტინელთა მარცხს გამოეხმაურა ქართველი სპორტული ჟურნალისტი, ნიკოლოზ ტაბატაძე. ცნობისთვის, ნიკოლოზი არგენტინისა და ლიონელ მესის პირადი გულშემატკივარია. აი, რა დაწერა სპორტულმა კომენტატორმა თავის სოციალურ გვერდზე:

"მე აქ ტექსტები ვწერე, მერე დავიჯერე, ცოტა იმედიც გაჩნდა და ყველაფერი მაინც ისეა, როგორც კოტე ყუბანეიშვილის ლექსში.. თქვენი იყოს ეს მსოფლიო ჩემპიონატი, კრიკეტის ყურებას დავიწყებ." - წერს სპორტული ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს მექსიკის წინააღმდეგ 23:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი