საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 დღეში უკრაინას უმასპინძლებს და რევანშის აღებას შეეცდება.
იმის გამო, რომ ბოლო ორი შეხვედრიდან ორივე წავაგეთ, სანიოლს ალტერნატიული სქემის შემუშავება შეუძლია (3-5-2-ის ნაცვლად, 4-3-3).
მამარდაშვილი - კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, ლოჩოშვილი - ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე - დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
სანიოლი წლების განმავლობაში 5-ნახევარმცველიან ტაქტიკას იმიტომ ანიჭებდა უპირატესობას, რომ მოედნის ცენტრში ნაკლები ხარისხი ფეხბურთელთა სიმრავლით ჩაენაცვლებინა, ახლა კი ქოჩორაშვილის, კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის სამეულით შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ, რომ 3 ნახევარმცველით ვითამაშოთ და წარმატებული შედეგიც მივიღოთ.