დღეს, 14:00 საათზე მუნდიალის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის პირველ შეხვედრას საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს, რომლის წინაც ლიონელ მესიმ როგორც თავის, ისე მთელი არგენტინის ოცნების ახდენაზე ისაუბრა:
"ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არგენტინის ოცნება რეალობად ვაქციოთ. ამასთანავე, მუნდიალის მოგება ჩემი უდიდესი ოცნებაცაა და მაქსიმალურად მობილიზებულებმა უნდა ვითამაშოთ, რადგან რთული შეხვედრები იქნება, მუნდიალზე სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა."
"ვგრძნობ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი უცხოელი გვგულშემატკივრობს, რისთვისაც მადლობელი ვარ. თავს კარგად ვგრძნობთ და ჩემპიონატის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ." - ლიონელ მესი.