"გიორგი წიტაიშვილი სამაგალითო ფეხბურთელია" - რამაზ სვანაძე » სპორტის ხაზი

"გიორგი წიტაიშვილი სამაგალითო ფეხბურთელია" - რამაზ სვანაძე

"გიორგი წიტაიშვილი სამაგალითო ფეხბურთელია" - რამაზ სვანაძე
22-11-2022, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საქართველოს 21 წლამდე გუნდმა უკრაინის ასაკობრივ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა, სადაც გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს - 1:1.

აღნიშნული მატჩი საქართველოს 21 წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2023-ის მოსამზადებელ შეხვედრად გამოიყენა, სადაც გარკვეული სქემები, ტაქტიკები და ფეხბურთელები მოსინჯა.

რამაზ სვანაძემ მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა დაა აღნიშნა, რომ გიორგი წიტაიშვილი სამაგალითო ფეხბურთელია, რადგან 21 წლამდე ნაკრებში თამაშის სურვილი გიორგიმ თავადვე გამოთქვა:

"გიორგი წიტაიშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი ეროვნული გუნდიდან ჩვენთან დილით გამოფრინდნენ, თუმცა თამაში ვერცერთმა ვერ შეძლო, მიზეზი კი მათი მაღალი ტემპერატურა იყო. გიორგი გოჩოლეიშვილი ჩვენს გუნდს ბოლომდე ეკუთვნის, რადგან ჩვენთან არაერთხელ უთამაშია, გიორგი წიტაიშვილის ჩამოსვლა კი ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ მოსამზადებელ პერიოდში ჩართვის, არამედ თავად ფეხბურთელის სურვილის გამო - წიტაიშვილმა თვითონ მოითხოვა, რომ ასაკობრივ ნაკრებს დახმარებოდა, რაც სამაგალითო საქციელია." - რამაზ სვანაძე.

შეგახსენებთ, რომ 21 წლამდე ევრო 2023 საქართველოსა და რუმინეთში ერთბაშად გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი