საბა გოგლიჩიძის სამედიცინო შემოწმებამ კუნთის პირველი ხარისხის დაზიანება აჩვენა.
Geo Team-ის ინფორმაციით, 20 წლის ცენტრალური მცველი ვარჯიშს 7-10 დღეში განაახლებს. სამწუხაროდ, ზუსტად ამ პერიოდშია სანაკრებო მატჩები, რის გამოც საბა ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება.
ვილი სანიოლმა დააანონსა, რომ ნოემბერში საბას მინიმუმ ერთ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებდა, ფეხბურთელიც ამ მომენტს ძალიან ელოდა, თუმცა ამ დღემ გადაიწია.
20 წლის ფეხბურთელი დღეს ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც მივიდა, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები მოინახულა და ხვალ იტალიაში დაბრუნდება
- ვკითხულობთ ქართულ საფეხბურთო პლატფორმა Geo Team-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.