"ბარსელონას" თავდამსხმელი, 17 წლის ლამინე იამალი "სოსიედადთან" მიღებული დაზიანების გამო მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში ნაკრებს ვეღარ დაეხმარება.
იამალის დაახლოებით სამი კვირა გაუცდება, რაც ძალიან დიდი დროა. მის ნაცვლად უკვე უხმო დე ლა ფუენტემ "ჟირონადან" ბრაიან ხილს.
ესპანეთი ერთა ლიგის ეგიდით, 15 ნოემბერს დანიას ესტუმრება, ხოლო 18 ნოემბერს შვეიცარიას უმასპინძლებს.