"საქართველოს 6 ერის კარი უნდა გაუღონ" - PLANETRUGBY » სპორტის ხაზი

"საქართველოს 6 ერის კარი უნდა გაუღონ" - PLANETRUGBY

"საქართველოს 6 ერის კარი უნდა გაუღონ" - PLANETRUGBY
21-11-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2022 წელს პირველი დონის ორი ნაკრები, ჯერ იტალია, შემდეგ კი უელსი დაამარცხა, რასაც, რაგასაკვირია, რომ მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

აი, რას წერს PLANETRUGBY ქართული რაგბის წარმატების შესახებ: "საქართველო 6 ერის კარზე უკვე დიდი ხანია აკაკუნებს, რომელიც მათთვის უნდა გაიღოს, რადგან ამ წელს, საქართველომ პირველი დონის ნაკრებებიდან უკვე ორი გუნდი, ჯერ იტალია, შემდეგ კი უელსიც დაამარცხა. უელსთან მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ საქართველოს წნეხის გამკლავება და მეტოქის დამარცხება შეეძლო, რაც გამოუვიდათ კიდეც. ლევან მაისაშვილსა და მის ბიჭებს კარდიფში შესანიშნავი დღე ჰქონდათ, მათ უელსის ნაკრები წალეკეს, განსაკუთრებით მატჩის ბოლო წუთებზე." - წერს სპორტული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა 19 ნოემბერს კარდიფში უელსის წინააღმდეგ ტესტ-მატჩი გამართეს, სადაც ჩვენმა გუნდმა მეტოქე 12:13 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი