ჰანსი ფლიკმა ბარსელონასთან ერთად ნამდვილი საოცრება შექმნა. შესაძლოა, სეზონის ბოლოს გუნდმა საერთოდ ვერაფერი მოიგოს, თუმცა ფაქტი ერთია, ბლაუგრანა კვლავ შემაშფოთებლად ძლიერად გამოიყურება.
როგორც Opta-მ დაწერა, გერმანელი სპეციალისტის ფორმაციის ბარსელონამ კლუბის ისტორიაში გოლების გატანის თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
ბარსამ 1950/1951 წლების შედეგი გააუმჯობესა. გუნდმა მაშინ სეზონის საწყის 16 თამაშში 54 გოლი გაიტანა, ფლიკის ბიჭებმა კი ამჯერად 55 გოლის გატანა შეძლეს.
ფლიკის უპირატესობაზე ისიც მიუთითებს, რომ აღნიშნული 16 მატჩიდან გუნდმა 14 მოიგო, გასული საუკუნის სტატისტიკიდან კი ბარსამ მხოლოდ 7-ჯერ იმარჯვა.