დღეს, 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მორიგი ტურის შეხვედრაში ირაკლი აზაროვის დონეცკის "შახტარი" შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" მასპინძლობს.
მსგავსად გასული სამი ჩემპიონთა ლიგური შეხვედრისა, "ბოლონიას", "ატალანტასა" და "არსენალის" წინააღმდეგ, აზაროვი კვლავ უკრაინული გრანდის სათადარიგოთა შორის დარჩა და ვიქონიოთ იმედი, რომ დღევანდელ მატჩში მაინც მიეცემა სათამაშო დრო ქართველ მცველს.