სომხეთის საფეხბურთო ნაკრებს შესაძლოა მადრიდის რეალის და ეპსნაეთის ნაკრების ლეგენდამ რაულმა უხელმძღვანელოს - ინფორმაცია ამის თაობაზე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა არმენ ნიკოღოსიანმა გაავრცელა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, თუმცა რაულთან მოლაპარაკებები საჯაროდ დადასტურებულია, მეტი დეტალი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რაული ამჟამად რეალ მადრიდის ახალგაზრდული გუნდის კასტილიას მთავარი მწვრთნელია.