ლუკა სილაგაძისა და ლაშა ოდიშარიას ლატვიურმა "რფს-მ", ლატვიაში ტიტულების დუბლი შეასრულეს და ლატვიის თასის დაუფლების შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრეს.
სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "რფს-ს" 90 ქულა აქვს და ლატვიის საუკეთესო გუნდი ისტორიაში მესამედ ხდება.
ლაშა ოდიშარიას ლატვიის ჩემპიონატში 24 მატჩში, ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო ლუკა სილაგაძემ 8 მატჩში ერთი საგოლე გადაცემით გაატანინა თანაგუნდელს მეტოქის კარში.