"ატალანტასთან" მარცხის შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, გუნდმა სწორად ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გარკვეულ მომენტებში უკეთ უნდა გვემოქმედა, მაგრამ ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან მათ ბოლომდე იბრძოლეს.
თანაბარი თამაში იყო და მაქსიმალურად დავიხარჯეთ.
ამ მატჩამდე დიდი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ დღეს ჩვენზე ძლიერ გუნდს შევხვდით. ეს მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ.
ამას საკუთარი თავის გასამართლებლად არ ვამბობ. ატალანტა წლებია, გუნდს აშენებს და ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომა.
ჯან პიერო გასპერინის ძალიან საშიში და ძლიერი გუნდი ჰყავს"
- ამბობს გამოცდილი სპეციალისტი.
"ნაპოლიმ" სერია A-ში ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, თუმცა, 25 ქულით კვლავ ლიდერია. "ატალანტამ" კი ლიდერთან სხვაობა 3-ქულამდე შეამცირა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.