'მისი გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება' - პარმას ექსდირექტორმა ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ შეაქო » სპორტის ხაზი

'მისი გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება' - პარმას ექსდირექტორმა ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ შეაქო

'მისი გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება' - პარმას  ექსდირექტორმა ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ შეაქო
21-11-2022, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

პარმას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო მარტეს ეთერში უარყო ის ფაქტი, რომ თავიდან ნაპოლის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებდა და ამის საპასუხოდ, მან ქართველი საჯაროდ შეაქო და 21 წლის შემტევს იტალიურ გუნდში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი უწოდა.

'ვაკრიტიკებდი თუ არა წარსულში ხვიჩა კვარაცხელიას? არაა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ნაპოლიში ერთადერთი ნამდვილი ტალანტია, რადგან მხოლოდ მან იცის, რა უნდა გააკეთოს, რაც სხვებს არ შეუძლიათ.'

'მისი გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება' - პარმას  ექსდირექტორმა ხვიჩა კვარაცხელია საჯაროდ შეაქო

ენრიკო ფედელმა ხვიჩა საჯაროდ შეაქო

თუ ლუჩანო სპალეტის მისი არტახებში მოქცევა სურს, დიდ შეცდომას დაუშვებს, ვინაიდან ნიჭის გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება. ხვიჩას თავისუფლება უნდა მისცე იმისთვის, რომ თავისი შესაძლებლობები ნათლად დაგანახოს.'

შეგახსენებთ, რომ ახლა მსოფლიო ჩემპიონატის გამო საკლუბო ფეხბურთი დროებით შეჩერებულია. ამდროის განმავლობაში კი ხვიჩა ხშირად ვარჯიშობს, რათა ტრამვიდან უფრო ძლიერი დაბრუნდეს.

პარტენოპეი მომდენო შეხევედრას 4 იანვარს 'ინტერის' წინააღმდე გამართავს, რომელიც იტალიის ჩემპიონატში 30 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი