"კიდევ კარგი საქართველო მუნდიალზე არ გავიდა, თორემ ხვიჩას..." - რას წერს ნაპოლის ფანი » სპორტის ხაზი

"კიდევ კარგი საქართველო მუნდიალზე არ გავიდა, თორემ ხვიჩას..." - რას წერს ნაპოლის ფანი

"კიდევ კარგი საქართველო მუნდიალზე არ გავიდა, თორემ ხვიჩას..." - რას წერს ნაპოლის ფანი
21-11-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, ნაპოლის ფანმა საინტერესო პოსტი შემოგვთავაზა. ამ გულშემატკივარზე გავლენა აშკარად ინგლისელი ფეხბურთელების ვიდეომ იქონია.

შეგახსენებთ, რომ ყატარში ახლაც 30-40 გრადუსამდე მერყეობს ტემპერატურა. გუნდებს კი ვარჯიში ძალიან უჭირთ. ინგლისელები კი საერთოდ წყლის მფრქვეველ ვინტილიატორებს იყენებენ გასაგრილებლად. ზუსტად ეს სცენა იყო აღშნიშნული ზემოთაც.

"ასეთ ვითარებაში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება ძალიან სასცილოა. ფეხბურთელებიც ხომ ადამიანები არიან, რა უბედურებაა ასეთ სიცხეში, მზის ქვეშ ამდენი მატჩის ჩატარება, რომ გიწევს. მითუმეტეს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ფეხბურთელებიც ასეთ კლიმატში თამაშს მიჩვეულნი არ არიან. არც კი მინდა წარმოვიდგინო საქართველო, რომ გასულიყო მუნდიალზე ხვიჩას რა დაემართებოდა. ალბათ სიცხისგან რაღაც ცუდი მოუვიდოდა, მითუმეტეს მოედანზე არასდროს ჩერდება და წარმოიდგინეთ რამხელა დატვირთვას მიიღებდა მისი ორგანიზმი. ნაპოლის ლიდერს მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ", - წერს იტალიელი ფანი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი