"ეს საფეხბურთო ქევყანა არაა", "ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა შეცდომაა", "FIFA ყურადღებას მხოლოდ ფულს აქცევს" - ყატარის 2022 წლის მუნდიალის დაწყებამდე ბევრ მსგავს ფრაზას შეხვდებოდით, რომელთა ადეკვატურობა დღეს, ყატარისა და ეკვადორის მატჩის მსვლელობისას წარმოჩნდა.
ინტერნეტში ვრცელდება ფოტო, სადაც ნაჩვენებია, რომ 60-ე წუთისთვის ყატარელები მოედანს ტოვებდნენ და მატჩის დარჩენილ დროში მხოლოდ ეკვადორელების ხმა ისმოდა, რომლებიც ერთხმად ყვიროდნენ - "ჩვენ გვინდა ლუდი!"