ფიბა ევროპის თასზე მორიგი მატჩი გამართა და ისევ დამარცხდა კვიპროსის ანორთოსისი, რომლის ღირსებასაც დუდა სანაძე იცავს. კვიპროსული გუნდი სლოვაკეთში ლევიცეს შეხვდა და უშანსოდ – 68:100 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მოედანზე 17:05 წუთი გაატარა და შეხვედრა 8 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. დუდამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ანორთოსისში საუკეთესოები ჯორდან უილიამსი (11 ულა, 8 მოხსნა) და კენტუან სმიტი (12 ქულა, 7 მოხსნა) გახდნენ.
4 მატჩიდან მოგების გარეშე და ბოლო ადგილზეა ანორთოსისი, რომელიც მომდევნო მატჩს 6 ნოენბერს, შინ თურქულ ბურსასფორს შეხვდება.