ევროლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "ოლიმპია მილანოსთან" 99:90 დამარცხდა.
შენგელიამ პარკეტზე 33:40 წუთი გაატარა და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდა.
ქართველის აქტივშია 25 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ერთიც დაფარება.